Belive

ერთი ნაბიჯი უკან: საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში პოზიცია შეიცვალა

6 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ნოემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის რეიტინგი განახლდა.

საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში 67-დან ერთი საფეხურით ქვევით, 68-ე პოზიციაზე ჩამოინაცვლა.

საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის თვეში ორი მატჩი ჩაატარა, ორივე უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ეგიდით: უკრაინასთან (1:1) და ჩეხეთთან (1:2).

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 2025 წლის მარტში გამართავს, როდესაც სომხეთს ერთა ლიგის B-დივიზიონში დასარჩენ პლეი-აუთში დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები