ერთი ნაბიჯი ევრობასკეტამდე - საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია
2 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები FIBA EuroBasket 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ, გადაწმყვეტ საშინაო თამაშს დანიის წინააღმდეგ, 21 თებერვალს 20:50 საათზე, „თბილისი არენაზე“ გამართავს.
დანიასთან მასპინძლობის შემდეგ კი, საქართველოს ნაკრები სერბეთს ესტუმრება.
ამ ორი ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი მატჩისთვის, საქართველოს ნაკრების სერბმა მწვრთნელმა - ალექსანდრ ჯიკიჩმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ჩვენს ბიჭებს მე-6 ევრობასკეტზე გასასვლელად ერთი ნაბიჯი და დანიასთან გამარჯვება სჭირდებათ.