Belive

დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე | ქოჩორაშვილი სპორტინგის ძირითად შემადგენლობაშია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საწყისი ტურის მესამე სათამაშო დღეს ქართველი ფეხბურთელების გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან.

ლისაბონში, პორტუგალიის ჩემპიონატის გასული ორი სეზონის გამარჯვებული სპორტინგი ტურნირის დებიუტანტს, ყაზახეთის ჩემპიონ ალმაატის კაირატს შეხვდება - მატჩი, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგის ძირითად შემადგენლობაშია და მოედანზე პირველივე წუთებიდან იქნება, რაც შეეხება გიორგი ზარიას, 28 წლის ქართველი ფეხბურთელი მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს.

ლისაბონის სპორტინგი ალმაატის კაირატს დღეს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები