EJU: "სულამანიძე კვლავ ყველაფერს იპყრობს..."
11 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ევროპის ძიუდოს კავშირი 2023 წელს აჯამებს და ქართველ ახალგაზრდა ვარსკვლავზე - ილია სულამანიძეზე წერს.
"22 წლის ქართველი - ილია სულამანიძე აგრძელებს შთამბეჭდავ ასპარეზობას და 2023 წელსაც პირველი ადგილით ხურავს. მისი სტილი ცნობილია ფეთქებადი შეტევებითა და კონტრშეტევებით. იგი არის ერთ-ერთი ის ფალავანი, რომელიც ტატამზე ასვილსთანავე სხვა ადამიანად გარდაისახება.
ილია სულამანიძემ 2022 წელი მასტერსის მოგებით დაასრულა, 2023 წელს კი ის არანაკლებ შთამბეჭდავად დაბრუნდა პორტუგალიის გრან-პრიზე და ტრიუმფით დაასრულა, რომელსაც შემდეგ თბილისის გრან სლემიც მიაყოლა.
ცოტა საწყენი იყო მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც მან ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა, თუმცა მალევე ყველაფერი მწყობრში მოიყვანა და კვლავ შეუდგა შეჯიბრების გამარჯვებებს.
ბუდაპეშტის მასტერსზე ბრინჯაოს მედლის მოგება ილია სულამანიძეს დაეხმარა იმისათვის, რომ მას ზაფხული მსოფლიო რეიტინგის სათავეში დაესრულებინა. მას შემდეგ სულამანიძემ ბაქოს გრანდ სლემი მოიგოს და ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა - ამ ყველაფერმა კი მას მსოფლიო რეიტინგში ლიდერობა გაუნაღდა და 2023 წელიც მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომრად დაასრულა.
საქართველოს ნაკრებში ახალი თაობის ჯერი დადგა, თუმცა მათ "ასაკოვან" ფალავნებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ლიდერობაზე ფიქრი, მაგალითად: ვაჟა მარგველაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს და გურამ თუშიშვილის. რეიტინგის ამჟამინდელი პოზიციებიდან გამომდინარე, პარიზის ოლიმპიადაზე გუნდის კაპიტანს, ვარლამ ლიპარტელიანს ილია სულამანიძე ჩაანაცვლებს..."
- EJU
შეგახსენებთ, რომ ილია სულამანიძე ზედიზედ მესამე წელიწადია რეიტინგის სათავეში დგას. მან 2023 წელიც პირვლეი ადგილით დახურა, მის ანგარიშზე 6898 სარეიტინგო ქულაა, მეორე ადგილზე კი აზერბაიჯანელი - ზელიმ კოტსოიევი იმყოფება, რომელსაც 6030 ქულა აქვს.