Belive

Eju.net - ვარლამ ლიპარტელიანს მსოფლიო ჩემპიონობისთვის საუკეთესო შანსი აქვს

2 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
ძიუდოს ცნობილი საიტი - Eju.net-ი ვარლამ ლიპარტელიანზე სტატიას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ ვარლამ ლიპარტელიანისთვის 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ოქროს მედლის მოსაგებად, საუკეთესო შანსია, რადგან იგი საუკეთესო ფორმაშია და დროა, რომ ნავსი გატეხოს და ფინალშიც გაიმარჯვოს.
"საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც ამჟამინდელი -100 კგ წონით კატეგორიის ლიდერია, იგი ასევე საქართველოს სიამაყეა. ვარლამი ბუდაპეშტში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე, -100 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სულ 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ძიუდო ძალიან პოპულარულია და ქართველი ძიუდოისტების წარმატებას ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი აქვს. კარგი იქნებოდა 32 წლის ვარლამ ლიპარტელიანს საბოლოოდ გაეტეხა ნავსი და მოეგო მსოფლიოს ჩემპიონატი. მას მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში 5 მედალი აქვს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოსი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხალხს ძიუდო შეაყვარა და ხალხში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია მისმა სტილმა (საუბარია ჭიდაობის სტილზე). ჩვენი გვერდის აზრით, ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონობა უნდა იზეიმოს, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი არის ის, რომ იგი წონის ლიდერია, თუმცა სპორტს არ აქვს ლიდერობა, თუ საბრძოლველად გადიხარ შეჯიბრის დღეს, შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ლიპარტელიანს შეიძლება პირველივე ეტაპზე შეხვდეს კანადელი - შეიდი ელნაჰასი, აზერბაიჯანელი - ელმარ გასიმოვი, რომელთანაც 4:0 აქვს ბალანსი, ასევე ფრანგი - ალექსანდერ იდირი, რომელთანაც დადებითი ბალანსი აქვს 7:2. უკვე 1/4 ფინალიდან კი შეიძლება შეხვდეს ნიდერლანდელი - მაიკლ კორელი, რომელთანაც ასევე დადებითი ბალანსი აქვს 3:2, ასევე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, პორტუგალიელი - ფონსეკა და რუსი -არმან ადამიანი. ასევე აქ არის ბელგიელი - ტომა ნიკიფოროვი, რომელთანაც ლიპარტელიანმა 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგო და რევანში ექნება ასაღები. საბოლოო ჯამში, ჩვენი გვერდი განიხილავს და ვარაუდობს, რომ ვარლამ ლიპარტელიანს მსოფლიოს ჩემპიონობისთვის საუკეთესო დრო უდგას". - წერია EJU.net-ზე
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, 6-13 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

სხვა სტატიები