EJU ბექაურზე: "ის დაბრუნდა და პირველი ნომერი იქნება - მან ოქროს მედალი უნდა დაიცვას..."
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სულ რაღაც 1 კვირაა დარჩენილი.
იქამდე, სანამ ოლიმპიური თამაშები აიღებს სტარტს, ევროპის ძიუდოს კავშირი პარიზის ოლიმპიადის სავარაუდო პრიზიორებზე წერს, სადაც მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაურია მოხსენიებული.
გთავაზობთ ევროპის ძიუდოს კავშირის სტატიას, სადაც ლაშა ბექაურზეა საუბარი.
"ის დაბრუნდა. ლაშა ბექაური თავის ოლიმპიურ ოქროს მედალს, რომელიც ტოკიოში 2020 წელს მოიპოვა პარიზში დაიცავს.
ბექაური პირველ ნომრად განთესილი ფალავანი იქნება პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე.
ლაშა ბექაური თანამედროვე ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სპორტსმენია და ვიმედოვნებთ, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშების მეხუთე საასპარეზო დღეს, იგი ტატამზე ცეცხლს დაანთებს.
მისი მთავარი კონკურენტები - ნემანია მაიდოვი, კრისტიან ტოტი, მიხაილ ჟგანკი, კრისტიან პარლატი, ელიჯან ჰაჯიევი, ედუარდ ტრიპელი და ტატო მოსახლიშვილი იქნებიან..." - ვკითხულობთ EJU-ს სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ 27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტს ძიუდო აიღებს, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს კი ტატამზე 31 ივლისს ვიხილავთ.