გუანჯოუს მასტერსით დასრულდა ძიუდოს 2018 წლის სეზონი. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, წლის საბოლოო რეიტინგი გამოაქვეყნა.
ვაჟთა შორის 7 წონიდან 2 წონაში ქართველები ლიდერობენ: -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზეა საქართველოს ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი, +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი პირველ ადგილს იკავებს საქართველოს ისტორიაში მესამე მსოფლიოს ჩემპიონი - გურამ თუშიშვილი, რომელმაც ძალიან კარგი და წარმატებული სეზონი ჩაატარა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გურამ თუშიშვილმა საერთო ჩათვლაშიც მოიგო და ყველაზე მეტი ქულის დაგროვება მოახერხა - 7 202 ქულა და მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენის ტიტული მოიპოვა.
გთავაზობთ ძიუდოს 2018 წლის TOP 10 ძიუდოისტს საერთო ჩათვლაში, სადაც 3 ქართველია, ხოლო 1 წარმოშობით ქართველი, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს.
1.გურამ თუშიშვილი (საქართველო) - 7 202 ქულა
2.რიუჯი ნაგაიამა (იაპონია) - 6 970 ქულა
3.ჰიფუმი აბე (იაპონია) - 6 800 ქულა
4.საეიდ მოლაია (ირანი) - 6 693 ქულა
5.ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო) - 6 558 ქულა
6.სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია) - 6 440 ქულა
7.ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი) -5 819 ქულა
8.მიხაილ კორელი (ჰოლანდია) - 5 706 ქულა
9.ნაოიშა ტაკატო (იაპონია) - 5 700 ქულა
10.ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) - 5 451 ქულა