Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის II დღე საქართველოს ნაკრებისთვის უმედლოდ დასრულდა

6 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 26 აგვისტოს, სტარტი აიღო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღემ, სადაც მამაკაცებში -66 კგ წონით კატეგორია, ხოლო ქალებში -52 კგ წონით კატეგორია ასპარეზობენ. მამაკაცებში საქართველოს ღირსებას ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი იცავდნენ, ხოლო ქალებში ტატიანა ლევიცკა-შუკვანი. ბაგრატ ნინიაშვილი ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე 19 წლის გვინეელი – მუსა კაბა იყო, რომელიც ქართველმა მარტივად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ავსტრალიელი – ნათან კაცი გახლდათ. ბაგრატ ნინიაშვილმა ავსტრალიელიც დაამარცხა და მომდევნო 1/16 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მონღოლი – ბაშუ იონდონპერენლეი იყო. ბაგრატმა მონღოლური ბარიერი ვერ დაძლია და საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე უმედლოდ დაასრულა.  

სხვა სტატიები