Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე II - ტატამზე ვაჟა მარგველაშვილს ვიხილავთ | პრევიუ

11 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

7 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით მონაწილეობს.

პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების მხრიდან ტატამზე - გიორგი სარდალაშვილმა იასპარეზა, რომლისთვისაც ეს მსოფლიო ჩემპიონატი სადებიუტო იყო. გიორგი სარდალაშვილმა სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან მედლისთვის ბრძოლაში, ბელგიელი - იორე ვერსტრაეტენი დაამარცხა.

8 მაისს, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამზე მამაკაცებიდან 66 კგ, ქალებიდან კი 52 კგ წონითი კატეგორიები იასპარეზებენ, საქართველოს ნაკრების ღირსებას კი ვაჟა მარგველაშვილი დაიცავს.


ვაჟა მარგველაშვილის საშეჯიბრო ბადე (66 კგ)

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ 66 კგ წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონს - ვაჟა მარგველაშვილს, წილისყრაში ნამდვილად არ გაუმართლა. მას ბადეში მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, უძლიერესი იაპონელი - ჰიფუმი აბე ჰყავს.

ვაჟა მარგველაშვილი B ბადეში განთსილია, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, გერმანელ - მარტინ სეტსა და ესტონელ - ოსკარ პერტელსონს შორის გამარჯვებული იქნება.

1/8-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ვაჟას სავარაუდო მეტოქე, მონღოლი - ბატოგტოხ ერხემბაიარი იქნება.

ძიუდოს ექსპერტების აზრით, B ბადის ფინალი ქართველ - ვაჟა მარგველაშვილსა და იაპონელ - ჰიფუმი აბეს შორის უნდა გაიმართოს. ასე, რომ ტოკიოს ოლიმპიადის ფინალის გამეორება, შესაძლებელია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში მოხდეს.


წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:30 საათიდან, ხოლო ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები