Belive

ძიუდოს 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ზაგრებში იქნა მიღებული. ხორვატიაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე, ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო, რაც 2026 წლის აპრილში, ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობას ითვალისწინებს.

წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

წყარო: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სხვა სტატიები