Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დასკვნით დღე - ქართული ბრინჯაო, ოქრო კი კუბასა და საფრანგეთს

1 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ

დღეს, 11 ოქტომბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი საშეჯიბრო დღე ჩატარდა. ტატამზე მამაკაცებში +100 კგ, ქალებში კი +78 კგ წონითმა კატეგორიებმა იასპარეზეს.

მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრებმა, კერძოდ კი - გურამ თუშიშვილი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონატი 4 მედლით: 1 ოქროს, 3 კი ბრინჯათი დაასრულა.


+100 კგ წონითი კატეგორია

+100 კგ წონით კატეგორიაში, ჩვენთვის სამწუხაროდ A ბადის გამარჯვებული კუბელი – ანდრი გრანდა გახდა, რომელმაც 1/4-ფინალში ქართველი – გურამ თუშიშვილი დაამარცხა.

B ბადის გამარჯვებული კი ნიდერლანდელი - როი მეიერი გახდა, რომელმაც 1/4 ფინალში უზბეკ – ალიშერ იუსუპოვს აჯობა.

C ბადეში 20 წლის იაპონელმა – ტაცურო საიტომ პირველივე ეტაპზე მოქმედი ევროპის ჩემპიონი, ნიდერლანდელი – იურ სპაიკერსი დაამარცხა, შემდეგ დომინიკელს აჯობა, 1/4-ფინალში კი უკრაინელი მეტოქე დაამარცხა.

D ბადეში კი დიდი სენსაციები მოხდა. მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მხოლოდ პირველი ეტაპის ბარიერი დაძლია, შემდეგ კი ჩეხი - რუკას კრპალეკი, სამხრეთ კორეელ - მინიონგ კიმთან დამარცხდა, სამხრეთ კორეელი კი 1/4-ფინალში ტაჯიკ - ტემურ რახიმოვს შეხვდა. საბოლოოდ კი ბადის გამარჯვებული სწორედ ტაჯიკი ფალავანი გახდა.

პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს კუბისა და ნიდერლანდების წარმომადგენლები შეხვდვნენ. მეორე ნახევარფინალში კი ტაჯიკურ-იაპონური დაპირისპირება შედგა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, +100 კგ წონითი კატეგორიის ფინალში კუბურ-იაპონური დაპირისპირება შედგა, საბოლოოდ კი ოქროს მედალს კუბელი – ენდი გრანდ დაეუფლა. ვერცხლის მედალი იაპონელმა – ტაცურო საიტომ მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ქართველი – გურამ თუშიშვილი და სამხრეთ კორეელი - მინიონგ კიმი დასჯერდნენ.


+78 კგ წონით კატეგორიის მედალოსნები

A ბადის გამარჯვებული, ფრანგი – რომან დიკო გახდა.

B ბადეში ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც მოსალოდნელი იყო. ბადის გამარჯვებული ფრანგი – იულია ტოლოფუა გახდა.

C ბადეში იაპონელმა – ვაკაბა ტომიტამ გაიმარჯვა.

D ბადის გამარჯვებული კი ბრაზილიელი – ბეატრიზ სოუზა გახდა, რომელმაც 1/4 ფინალში კუბელი – იდალის ორტიზი დაამარცხა.

ნახევარფინალური დაპირისპირება

პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება, ფრანგული იყო, რომელიც რომან დიკოსა და იულია ტოლოფუას შორის გაიმართა, სადაც დრამატულ ბრძოლაში რომან დიკომ გაიმარჯვა და ფინალის საგზური მოიპოვა. მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კი ბრაზილიელმა – ბეატრიზ სოუზამ, იაპონელი – ვაკაბა ტომიტა დაამარცხა.

საბოლოოდ ოქროს მედალი ფრანგმა – რომან დიკომ მოიგო (კარიერაში პირველად). ვერცხლის მედალს დასჯერდა, ბრაზილიელი – ბეატრიზ სოუზა. ბრინჯაოს პრიზიორები კი, ფრანგი – იულია ტოლოფუა და იაპონელი – ვაკაბა ტომიტა გახდნენ.

სხვა სტატიები