Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: ბოლო დღე - გურამ თუშიშვილის იმედად (პრევიუ)

4 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
ხვალ, 31 აგვისტოს, სტარტს აიღებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღე, სადაც ვაჟებში +100, ხოლო ქალებში +78 კგ წონით კატეგორიები იასპარეზებენ. მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსებას მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - გურამ თუშიშვილი დაიცავს. იგი განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ინდოელი - შუბჰამ კუმარი იქნება. ინდოელ მეტოქესთან გამარჯვების შემთხვევაში გურამ თუშიშვილი 1/8 ფინალში გავა, სადაც მისი მეტოქე ტაჯიკ - თემურ რახიმოვსა და ბელარუს - ალექსანდრ ვახავიაკს შორის გამარჯვებული იქნება. გურამ თუშიშვილი A ბადეში მონაწილეობს და მის ბადეში მასთან ერთად კორეელი - სუნგმინ კიმი, ტაჯიკი - თემურ რახიმოვი, ჰოლანდიელი - ჰენკ გროლი და ყირგიზი - იური კრაკოვეცკი არიან. სავარაუდოდ, გურამ თუშიშვილი ბადის გამარჯვებული უნდა გახდეს და 1/2 ფინალში გავიდეს, სადაც მისი მეტოქე იაპონელი - ჰისაიოში ჰარასავა ან ბრაზილიელი - რაფაელ სილვა იქნებიან. ამ წონაში ტურნირის უდავო ფავორიტი – გურამ თუშიშვილია. გურამ თუშიშვილი მოქმედი მსოფლიო, 2-გზის ევროპისა და მინსკის ევროპული თამაშების გამარჯვებულია. ჩვენი აზრით, გურამ თუშიშვილი ზედიზედ მეორედ შეძლებს მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვებას. მისი მთავარი მოწინააღმდეგეები იქნებიან: სუნგმინ კიმი (სამხრეთ კორეა); ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია); რაფაელ სილვა (ბრაზილია) და ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) იქნებიან.  

სხვა სტატიები