Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე IV - ტატამზე დებიუტანტ გიორგი ჯაბნიაშვილს ვიხილავთ

6 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

19 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კერძოდ კი დედაქალაქი აბუ დაბი, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს.

მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის დიდებულად დაიწყო. 60 კგ წონით კატეგორიაში 20 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა - გიორგი სარდალაშვილი. მეორე საშეჯიბრო დღეს კი ვაჟა მარგველაშვილმა საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა. მესამე საშეჯიბრო დღეს კი ზედიზედ მესამე ოქროს მედალი მოიპოვა ტატო გრიგალაშვილმა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტატამზე მხოლოდ ერთ და დებიუტანტ ქართველს - გიორგი ჯაბნიაშვილს ვიხილავთ.

90 კგ

გიორგი ჯაბნიაშვილი 20 წლის ქართველი ფალავანია, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში თავი 2024 წელს დაიმკვიდრა. მისთვის მსოფლიო ჩემპიონატი სადებიუტო იქნება, სადაც B ბადეში მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი ჯაბნიაშვილი განუთესავი იქნება, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც არგენტინელ - მარიანო კოტო ბერსიერს დაუპირისპირდება. არგენტინული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, მისი მეტოქე, კუბელი - ივან ფელიპე სილვა მორალეში იქნება.

გიორგის ბადეში ისეთი ძლიერი ფალავნები ჰყავს, როგორებიც არიან: ნემანია მაიდოვი, პეტერ ზილკა, ივან ფელიპე სილვა მორალეში, ალექს კრეტი და ალექსის მათიუ.

წინასაწრი შეხვედრები თბილისის დროით 11:00, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები