Belive

ძიუდოს განახლებული რეიტინგი - ქართველები დაწინაურდნენ

3 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
თბილისის გრანდ სლემის გასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ქართველები საგრძნობლად დაწინაურდნენ. -60 კგ: თბილისის გრანდ სლემზე მოპოვებული ოქროს მედლის შემდეგ, რეიტინგში დაწინაურდა თემურ ნოზაძე, რომელიც 9 პოზიციით დაწინაურდა და საკუთარი წონის მე-14 ნომერი, 3420 ქულით გახდა. ამავე წონაში რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდა მსოფლიოს ჩემპიონი - ლუხუმ ჩხვიმიანი -66 კგ: ამ წონის ერთ-ერთი ლიდერი, ვაჟა მარგველაშვილი, თბილისის გრანდ სლემზე მოპოვებული ვერცხლის მედლის ხარჯზე, რეიტინგში ერთი პოზიციით წაიწია და მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი გახდა, მის ანგარიშზე 5647 ქულაა. ამავე წონაში ასევე სამი საფეხურით დაწინაურდა ბაგრატ ნინიაშვილი, რომელმაც 30 საფეხურიდან 27-ე საფეხურზე ავიდა. ბაგრატის ანგარიშზე 2439 ქულაა.  -73 კგ: თბილისის გრანდ სლემზე ამ წონაში ორი ბრინჯაოს მედალი გვერგო: ლაშა შავდათუაშვილმა და ალეკო მამიაშვილმა, საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლები შემატეს. ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა და მე-12 პოზიციაზე გადაინაცვლა (3985 ქულით). რაც შეეხება ალეკო მამიაშვილს, მამიაშვილი მსოფლიო რეიტინგში 86 პოზიციით დაწინაურდა და ახლა ამ წონის 66-ე ნომერია (660 ქულით).  -81 კგამ წონაში ქართველების მხრივ ცვლილება არ გვაქვს. ტატო გრიგალაშვილი კვლავ მესამე ადგილს იკავებს 5571 ქულით, მე-16 ადგილზეა ლუკა მაისურაძე 3560 ქულით.  -90 კგ: კვლავ უცვლელია ამ წონაში ქართველების რეიტინგი. -100 კგ:  -100 კგ წონით კატეგორიაში, თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ილია სულამანიძემ, რომელმაც მოპოვებული ვერცხლის მედლის ხარჯზე სარეიტინგო ქულები მოიპოვა და რეიტინგში 14 საფეხურით დაწინაურდა. ილიამ 32 ადგილზე გადაინაცვლა და მის ანგარიშზე 1774 სარეიტინგო ქულაა. რეიტინგში ასევე დაწინაურდა ონისე სანებლიძე, რომელმაც რეიტინგში 7 საფეხურით წინ წაიწია. და 1172 ქულით 45 პოზიციას იკავებს.  +100 კგ: თბილისის გრანდ სლემზე ტრიუმფით ასპარეზობის შემდეგ გელა ზაალიშვილი +100 კგ წონით კატეგორიაში მე-7 პოზიციაზე გადავიდა. მან 5 საფეხურით წინ აიწია და ახლა მის ანგარიშზე 4703 სარეიტინგო ქულაა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა ინანეიშვილმა, რომელმაც რეიტინგში 61 პოზიციით აიწია და ახლა იგი 57-ე ნომერია. ინანეიშვილის ანგარიშზე 612 სარეიტინგო ქულაა.  -57 კგთბილისის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ეთერ ლიპარტელიანმა. ამ ვერცხლის მედლით მან სარეიტინგო ქულები ჩაიწერა და საკუთარ წონაში 6 პოზიციით წინ წაიწია. ახლა კი მე-16 ნომერია და მის ანგარიშზე 2982 ქულაა. 

სხვა სტატიები