Belive

ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი - დღე I (მეტოქეები+შემადგენლობა)

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 4 ნოემბერს, ძიუდოში, სტარტს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი აიღებს, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს 3 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს: შაქრო შათირიშვილი (-60 კგ); ლუკა კაპანაძე და ბექა წიფიანი (-66 კგ). შაქრო შათირიშვილი განუთესავია და იგი ბრძოლაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე რუსი - ხეთაგ ბასაევი იქნება. -66 კგ წონით კატეგორიაში საქმე კი სხვანაირადაა. ორივე ქართველი განთესილია და ორივე მათგანი მეორე ეტაპიდან იასაპრეზებენ. ლუკა კაპანაძის მეტოქე - მაკედონიელ - ჰამზა ჯაშარისა და აზერბაიჯანელ - ახტან თანვერდიევს შორის გამარჯვებული იქნება, ხოლო რაც შეეხება წიფიანს, ბექა მოლდოველ - მარკ ლატისევს დაეჭიდება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ძიუდოისტებს.

სხვა სტატიები