Belive

ლაშა გუჯეჯიანმა შოჰეი ონო გამოიწვია - "გელოდებით"

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

25-27 მარტს, თბილისში, თბილისის გრანდ სლემი გაიმართება. საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების თავკაცმა - ლაშა გუჯეჯიანმა, სოციალურ ქსელ "instagram"-ზე გამოაქვეყნა ლაშა შავდათუაშვილის ფოტო, ფოტოზე კი არის წარწერა: "Tbilisi Grand Slam 2022, 25-27 march, Shohei Ono waiting of you" - "თბილისის გრანდ სლემი 2022, 25-27 მარტი, შოჰეი ონო, გელოდებით".

 
View this post on Instagram
 

A post shared by Lasha Gujejiani (@gujejiani_lasha)

ამ პოსტით ლაშა გუჯეჯიანმა 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, უძლიერესი და დაუმარცხებელი - შოჰეი ონო თბილისში გასამართ გრანდ სლემზე მოიწვია და ლაშა შავდათუაშვილთა საბრძოლველად გამოიწვია, რადგან ლაშა კარიერის საუკეთესო ფორმაშია. შეგახსენებთ, რომ შოჰეი ონო და ლაშა შავდათუაშვილი ერთმანეთს ბოლოს ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში დაუპირისპირდნენ, სადაც ძალიან დრამატულ ბრძოლაში გამარჯვებული იაპონელი დარჩა.  

სხვა სტატიები