ძიუდოისტთა ნაკრები 2025 წლის საუკეთესო სპორტულ გუნდად დასახელდა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გალა-დაჯილდოებაზე ინდივიდუალურ და გუნდურ სახეობებში 2025 წლის საუკეთესოები გამოვლინდნენ.
ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 2025 წლის საუკეთესო სპორტულ გუნდად, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. რაც შეეხება წლის საუკეთესო სპორტსმენს სათამაშო სახეობებში - ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია გახდა.
ოლიმპიური კომიტეტის გალა-დაჯილდოება
2025 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენები - სანდრო ბაზაძე, ეთერ ლიპარტელიანი.
2025 წლის საუკეთესო ფედერაცია - ️საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია.
2025 წლის საუკეთესო სპორტული გუნდი - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები.
2025 წლის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი - კახაბერ მოცრაძე ( ძიუდოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი).
2025 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში - თორნიკე შენგელია.
2025 წლის აღმოჩენა, "ოლიმპიური იმედი" - ვახტანგ ლოლუა.
2025 წლის აღმოჩენა, "ოლიმპიური იმედი" - ინგა გურგენიძე.
2025 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობებში - ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა