Belive

გურამ თუშიშვილი: " ბოლომდე დავიხარჯები, რათა დიუსელდორფში წარმატებას მივაღწიო..."

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
21-23 თებერვალს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, ძიუდოს ტურნირი, დიუსელდორფის გრან სლემი გაიმართება. გუშინ, 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დიუსელდორფში მონაწილეობას მიიღებს, +100 კგ წონით კატეგორიაში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი - გურამ თუშიშვილი. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილთან ისაუბრა, სადაც ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა დიუსელდორფის გრან სლემზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა: "ჩემთვის დიუსელდორფის გრან სლემი ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. შემიძლია, ვთქვა, რომ ოლიმპიური თამაშებისათვის მზადებას ვიწყებ. ტრავმის გამო, რამდენიმე შეჯიბრი გამოვტოვე, მათ შორის მსოფლიო მასტერსი. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ტრავმები არ მაწუხებს და მხოლოდ ვარჯიშზე ვარ კონცენტრირებული. ბოლომდე დავიხარჯები, რათა დიუსელდორფში წარმატებას მივაღწიო." 

სხვა სტატიები