Belive

ბაქოს გრანდ სლემი - საქართველოს ნაკრები 16 სპორტსმენით იასპარეზებს | შემადგენლობა

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

22-24 სექტემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრს, ბაქოს გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები ამ მომენტისთვის 16 სპორტსმენით არის რეგისტრირებული. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 81 და 90 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ძირითადი ფალავნები დაისვენებენ და შანსი ახალგაზრდა სპორტსმენებს მიეცემათ. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 16 სპორტსმენიდან 14 მამაკაცი იქნება, ხოლო 2 კი ქალი. 

შემადგენლობა

  • 60 კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი
  • 66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე
  • 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
  • 81 კგ - ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე.
  • 90 კგ - ვლადიმირ ახალკაცი, თორნიკე ფოლადიშვილი
  • 100 კგ - ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი
  • +100 კგ - გელა ზაალიშვილი, გურამ თუშიშვილი. 
  • 57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი
  • +78 კგ - სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ბაქოს გრანდ სლემზე მხოლოდ 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. მედლები ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ მოიპოვეს. 

ასევე შეგახსენებთ, რომ 9-თვიანი პაუზის შემდეგ, ბაქოს შეჯიბზრე ტატამს, წარმოშობით ქართველი, ესპანეთის სახელით მოასპარეზე - ნიკოლოზ შერაზადიშვილი უბრუნდება. რამდენიმე თვის წინ, ნიკომ ჯვარედინი მყესების დაზიანების გამო, ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციის პერიოდს გადიოდა. 

სხვა სტატიები