"ძელს შეეჯახა, მაგრამ ახლა კარგადაა" - გოჩოლეიშვილმა ჰამბურგის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ფლანგის მცველმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა ჰამბურგში დაბრუნების შემდეგ ტრავმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის მთავარი მწვრთნელი, მერლინ პოზლინი ავრცელებს.
"გიორგიმ სცადა, რომ ვარჯიშის დროს გოლის გატანის შეჯიბრში ყველაფერი აბსოლუტურად უმაღლეს დონეზე გაკეთებინა და მან წარმატებას მიაღწია, მაგრამ ძელს შეეჯახა, მოედნიდან გამოიყვანეს და ექიმებმა იზრუნეს, ახლა ის კარგადაა. იმედი გვაქვს, რომ ხვალინდელ ვარჯიშში და უახლოეს მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს", - ამბობს მერლინ პოზლინი.
გიორგი გოჩოლეიშვილს ბუნდესლიგაში სადებიუტო სეზონში, ისტორიული გუნდის შემადგენლობაში ხუთ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და წინა ტურში, მაინცთან მოგებულ შეხვედრაში საგოლე პასი გაკეთებული.
ჰამბურგი, რომელიც ბუნდესლიგაში ამ სეზონში დაბრუნდა, 6 ტურის შემდეგ 8 ქულას ფლობს და მეცხრე ადგილს იკავებს, შემდეგ ტურში კი 18 ოქტომბერს, ლაიფციგს, სტუმრად უნდა შეხვდეს.