Belive

დოვბიკს არ უვარჯიშია: უკრაინის ნაკრებს შესაძლოა კიდევ ერთი ლიდერი გამოაკლდეს

17 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მატჩში საქართველოსა და უკრაინას შორის, ჩვენს მეტოქე ნაკრებს შესაძლებელია ცენტრალური თავდამსხმელი, არტემ დოვბიკი ვერ დაეხმაროს.

ლა ლიგის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, რომელიც ამჟამად "რომას" შემადგენლობაში თამაშობს, უკრაინის ნაკრების შეკრებაზე ყველაზე გვიან გამოცხადდა. მან სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც ვარჯიშში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო.

არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ უკრაინელთა ცენტრალური ფორვარდი ბათუმში არ გაემგზავროს და იტალიაში დაბრუნდეს.

აქამდე, უკრაინის ნაკრებმა, ტრავმის გამო, კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის, ვიქტორ ციგანკოვის ტრავმის შესახებ გაასაჯაროვა ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ ორივე ფეხბურთელი წინა სეზონში, "ჟირონაში" თამაშობდა და გუნდის ისტორიაში უეფას ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტოდ საგზურის მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

საქართველოს ნაკრები უკრაინას ბათუმში, 16 ნოემბერს შეხვდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები