Belive

დიუსელდორფის გრანდ სლემი: პირველი დღე (პრევიუ)

5 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
ხვალ, 22 თებერვალს, გერმანიაში კერძოდ კი დიუსელდორფში, სტარტს აიღებს 2019 წლის რიგით მეორე გრანდ სლემი, სადაც საქართველოს სახელით 9 ძიუდოისტი იასპარეზებს. დიუსელდორფის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 11 სპორტსმენი იყო, თუმცა ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს 2 ფალავანი: ვაჟა მარგველაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი გამოაკლდა. ხვალ, პირველ საშეჯიბრო დღეს, მამაკაცებში -60 და -66, ხოლო ქალებში -48 და -52 კილოგრამ წონით კატეგორიები იასპარეზებენ.

-60 კგ

-60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით ჯაბა პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი იასპარეზებენ. ჯაბა პაპინაშვილი შეჯიბრში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და პირველივე შეხვედრაში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ევროპის ჩემპიონს (2016) ვალიდე ხიარის დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში ჯაბა პაპინაშვილის შემდეგი მეტოქე ესპანელ - ფრანცისკო გარისოსსა და გვატემალელ ხულიო მოლინას შორის გამარჯვებული იქნება. რაც შეეხება ლუხუმ ჩხვიმიანს, ლუხუმიც ჯაბა პაპინაშვილის მსგავსად შეჯიბრში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. მისი მეტოქე სირიელი - მოჰამად აკაში იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, მესამე ეტაპზე ლუხუმის მომავალი მეტოქე აზერბაიჯანელ დავუდ მამადსოის და ჰონგ კონგელ - მარტინ ლაუს შორის გამარჯვებული იქნება.

-66 კგ

-60 კილოგრამ წონით კატეგორიის მსგავსად, საქართველოს ნაკრებს -66 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც 2 ფალავანი უნდა ჰყოლოდა, თუმცა დღევანდელ ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და -66 კილოგრამ წონით კატეგორიის პირველმა ნომერმა - ვაჟა მარგველაშვილმა, რის გამოც სამწუხაროდ იგი ამ გრანდ სლემს გამოტოვებს. თუმცა -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით - გიორგი გუგულაშვილი იასპარეზებს. ქართველი ფალავანი შეჯიბრში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე სერბი - სტრაჰინია ბუნჩიჩი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში გიორგის მეტოქე სლოვენიელი - ადრიან გომბოცი იქნება. დიუსელდორფის გრანდ სლემი  ხვალ, თბილისის დროით 11:30 საათზე აიღებს სტარტს, ხოლო ფინალური ბლოკები 20:00 საათზე დაიწყება. Live.ge წარმატებას უსურვებს ქართველ ძიუდოისტებს.      

სხვა სტატიები