ლაშა გუჯეჯიანი 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა | VIDEO
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"საქართველოს ძიუდოს ნაკრების მწვრთნელი - ლაშა გუჯეჯიანი, ერთ დროს ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტი იყო, ახლა წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა. მისმა უდიდესმა მიღწევებმა მსოფლიოს აჩვენა, რომ იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, შესაბამისად 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელად სრულიად დამსახურებულად დასახელდა. ტოკიოს ოლიმპიადაზე, საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა, მათ შორის ერთ-ერთი განსაცვიფრებელი ოქროს მედალი, რომელიც ლაშა ბექაურმა (-90 კგ) მოიპოვა". - ნათქვამია EJU-ს განცხადებაში.ამ ფაქტზე კომენტარი ვარლამ ლიპარტელიანმა გააკეთა, რომელიც ევროპის ძიუდოს ფედერაციას ესაუბრა.
"ჩვენ, მე და ლაშა გუჯეჯიანი ერთად ვჭიდაობდით, ის ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. როგორც ძიუდოისტი იგი ძალიან ძლიერი იყო. ახლა ეროვნული ნაკრების მწვრთნელია. როდესაც, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ამ ფაქტით ძალიან ვამაყობდი. ლაშა ნამდვილი პროფესიონალია და წარმატებებს ვუსურვებ". - ვარლამ ლიპარტელიანი.