Belive

დიდი ანგარიშით მარცხი ხორვატიასთან - გადამწყვეტი შეხვედრა რუმინეთთან გველის

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

რუმინეთის ქალაქ პიტეშტში ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობას აგრძელებს საქართველოს 16-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრები.

ჩვენმა გუნდმა დღეს ნახევარფინალური მატჩი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, ხორვატიის ნაკრებთან გამართა და სამწუხაროდ 65:82 დამარცხდა.

აღსანიშნავია რომ ჩვენმა გუნდმა 22-დან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო, ისიც ბოლო პერიოდში, ხორვატებმა კი 39 მცდელობიდან 13 სამქულიანი ჩააგდეს და საბოლოოდ 17 ქულის სხვაობით დაგვამარცხეს.

ჩვენი ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი ტრადიციულად ავთანდილ ბახტაძე იყო, მის ანგარიშზე 18 ქულა, 9 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ბლოკი მოგროვდა, ბახტაძე ერთადერთი იყო, ვინც 10-ქულიან ზღვარს აცდა.

ხორვატებს ტონი იოსიპოვიჩმა ულიდერა - მის ანგარიშზე 21 ქულა,7 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო. 16 ქულა ჩააგდო ბორნა კატანოვიჩმა, როკო ჯემოს ანგარიშზე კი 13 ქულა იყო.

მესამე ადგილისთვის მატჩს საქართველო 13 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე გამართავს, სადაც მასპინძელ რუმინეთს შეხვდება. ამ შეხვედრაში გამარჯვებული A დივიზიონის საგზურს მიიღებს და უკვე დაწინაურებულ ფინალისტებს, ბულგარეთსა და ხორვატიას შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ რუმინეთს ჯგუფურ ეტაპზეც დავუპირისპირდით - მატჩი მასპინძლებმა 66:62 მოიგეს.