Belive

დენი მერფი: "ალისონი მთავარი მეკარე იქნება და მამარდაშვილს წინსვლაში დაეხმარება"

9 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ლივერპულის" ვეტერანმა ნახევარმცველმა, დენი მერფიმ, გუნდში მეკარის პოზიციაზე კონკურენციის და გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

47 წლის ინგლისელის თქმით, ძირითად შემადგენლობაში ადგილს "ალისონი" შეინარჩუნებს, გიორგი მამარდაშვილი და კაოიმინ კელეჰერი სათადარიგოთა სკამზე იქნებიან. ასვეე, არსებობს ვარიანტი, რომ ირლანდიელმა მეკარემ გუნდი შეიცვალოს.

"ვფიქრობ შემდეგ სეზონში ჩვენ სამი მეკარე გვეყოლება: ალისონი ძირითად შემადგენლობაში და გიორგი მამარდაშვილი და კაომინ კელეჰერი სათადარიგოთა სკამზე.

მესმის ისიც, რომ კელეჰერს გუნდის შეცვლა სურდეს, რადგან ძალიან კარგი მეკარეა და თამაშს იმსახურებს. ვფიქრობ, ის კარგ შანსს მიიღებს, ხოლო ალისონი გიორგი მამარდაშვილთან ერთად ითამაშებს და მას წინსვლაში დაეხმარება.

კელეჰერის დამატების ორი მთავარი კანდიდატი ლონდონის "ჩელსი" და "ნიუკასლია", - ამბობს დენი მერფი.

საქართველოს ნაკრების 24 წლის მეკარე "ვალენსიაში" ახლა იჯარის წესით თამაშობს, ხოლო ახალი სეზონიდან "ლივერპულს" უნდა შეუერთდეს.

სხვა სტატიები