Belive

"დემჩენკო დიდი ძალაა, მაგრამ აპოელს დიდი უპირატესობა ექნება" - კვიპროსული მედია მეტოქეს განიხილავს

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ეროვნული ლიგის მოქმედი მესამეადგილოსანი გორის "დილა" კვიპროსულ "აპოელს" დაუპირისპირდება.

აღნიშნული დაპირისპირების წინ, კვიპროსული მედია ქართული კლუბის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც მთ შესაძლებლობებს განიხილავს, განსაკუთრებულ აქცენტს კი გუნდის მთავარ მწვრთნელზე, ანდრეი დემჩენკოზე აკეთებს.

"კლუბს რა თქმა უნდა არ აქვს "აპოელის" ხარისხი, გამოცდილება და ისტორია, მაგრამ ამ გუნდის ძალა ანდრეი დემჩენკოა.

46 წლის უკრაინელი მწვრთნელი "დილას" 2021 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს და ამ დროის განმავლობაში 104 მატჩში 48 მოგება, 25 ფრე და 31 წაგება აქვს.

მწვრთნელი, რომელსაც თვალსაჩინო წარსული არ აქვს, მაგრამ აშკარაა, რომ გორის "დილაში" თავისი ადგილი იპოვა.

ის არ ეჭიდება კონკრეტული სისტემებს, მაგრამ "ვორკლასთან" მატჩებში 4-2-3-1 სათამაშო სქემას მიანიჭა უპირატესობა, შეტევაში კი 4-3-3 ფორმაციით გადადიოდა. "დუნაისკასთან" შეხვედრაში აქცენტი 4-1-4-1 ფორმაციაზე გააკეთა, რამაც საბოლოო ჯამში შემდეგი ეტაპის საგზური მოუტანა. მას ასევე 4-3-3 დაცვითი მიდგომითაც აქვს მენიუში. უფრო იშვიათად, ის 4-4-2 ტაქტიკურ სქემას ირჩევს.

როგორც ფეხბურთელს, ზაპოროჟიეს "მეტალურგში" დიდი კარიერა ჰქონდა, გამორჩეული მომენტი კი 1995 წელს მისი "აიაქსში" თამაში იყო.

რიკარდო სა პინტოს გუნდს ფავორიტის სტატუსი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეც აქვს, მაგრამ ეს მოედანზე უნდა დადასტურდეს. დიახ, გორის "დილა" არ არის რაღაც ძალიან საშიში გუნდი, მაგრამ არცთუ უმნიშვნელო მეტოქეა.

როდესაც უკეთესი გუნდი ხარ, გამოცდილება ორჯერ უფრო მეტად ფასდება, ისევე, როგორც "ვოივოდინას" წინააღმდეგ შეხვედრებში გამოჩნდა. გორის "დილა" არის გუნდი, რომელსაც გაცილებით ნაკლები ევროპული მატჩი აქვს ჩატარებული ვიდრე სერბებს. შესაბამისად, "აპოელის" უპირატესობა ქართველებთან კიდევ უფრო დიდი იქნება", - წერს Kerkida.net-ი.

გორის "დილასა" და "აპოელის" პირველი მატჩი 10 აგვისტოს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, საპასუხო შეხვედრა კი 17 რიცხვში, კვიპროსზე შედგება.

 

ფოტო: Geo team/Mishiko Kankia Photography

 

სხვა სტატიები