Belive

"დებიუტი გადაიდო" | ვახტანგ სალია ტრავმირებულია

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი, ვახტანგ სალია ტრავმირებულია და ნიუკასლში მისი დებიუტი ოდნავ მოგვიანებით შედგება.

"შარშან ოქტომბერში, ვახტანგ სალიას ნიუკასლში ტრანსფერის შესახებ შევიტყვეთ. დინამო თბილისის აღზრდილი ფეხბურთელი 18 წლის ასაკის შესრულების შემდეგ, კარიერას ინგლისურ გუნდში აგრძელებს.

იანვარში სალია ნიუკასლის საწვრთნელ ბაზას ესტუმრა, გუნდის მთავარ მწვრთნელს, ედი ჰაუს და მაშინდელ სპორტულ დირექტორს, პოლ მიტჩელს შეხვდა. შემდეგ ის "სენტ-ჯეიმს პარკზე" გაემგზავრა და ინგლისის ასოციაციის თასის მესამე რაუნდში ბრომლისთან (3:1) გამარჯვებას დაესწრო.

30 აგვისტოს სალიას ტრანსფერი უკვე სრულფასოვანი გახდა და ის გუნდს შეუერთდა, მაგრამ დებიუტი ოდნავ გადაიდო, რადგან ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს. მას ნიუკასლის 21-წლამდელთა გუნდთან ერთად უნდა ეთამაშა, მაგრამ ტრავმის გამო დებიუტი მოგვიანებით შედგება.

სავარაუდოდ, ტრავმის გამო, 2025 წელს ვახტანგ სალია ვერ ითამაშებს", - წერს newcastleworld.

ვახტანგ სალია დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია და მისი დებიუტი მთავარ გუნდში 2023 წელს შედგა. საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების შემადგენლობაში, სალიას აქტივში 20 მატჩი და 3 გატანილი გოლია.

სხვა სტატიები