ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,ლიონმა'' ,,გლოსტერს'' უმასპინძლა და 19:13 დაამარცხა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე, დავით ნინიაშვილი დასახელდა.
ნინიაშვილის გარდა გუშინდელ მატჩში კიდევ ორმა ქართველმა ითამაშა - ,,ლიონის'' შემადგენლობაში ბექა საღინაძემ, ,,გლოსტერის'' შემადგენლობაში კი - გიორგი კვესელაძემ.
,,ლიონი'' ჩელენჯ ქაფის მომავალ შეხვედრას 17 დეკემბერს, ,,დრაგონსის'' წინააღმდეგ გამართავს, ,,გლოსტერი'' კი ,,ბენეტონს'' დაუპირისპირდება.