"დავითაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე, სენტ-ეტიენის ინტერესი არ მიკვირს" - ფრანგი ჟურნალისტი
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საფეხბურთო ჟურნალისტი დავიდ გლუზმანი, რომელიც "ბორდოს" გულშემატკივარია, onefootball-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის და მისი "სენტ-ეტიენში" ტრანსფერის შესახებ საუბრობს.
"მშვენივრად მახსოვს ზურიკო დავითაშვილის საწყისი ნაბიჯები "ბორდოში" და სადებიუტო მატჩში გატანილი გოლი, რომლითაც "დიჟონთან" გამარჯვება მოგვიტანა. გირჩევთ ეს გოლი ნახოთ, მისი სათამაშო სტილის ტიპური გამოხატულებაა.
ზურიკო დავითაშვილი მაშინ ჩამოვიდა, როცა ჩემპიონატის ხელმძღვანელობამ ლიგა 2-ში მონაწილეობის ნება დაგვრთო. სატურნირო ცხრილში მთელი სეზონი მაღალ პოზიციებზე გავატარეთ.
მისი მრავალმხრივი სათამაშო უნარ-ჩვევებიდან ჩემთვის ყველაზე მომხიბვლელი, ტექნიკა, ფეთქებადი ხასიათი და მეტოქისთვის სისტემური ზეწოლის შექმნაა. მეტოქის პირისპირ თამაში და ერთი-ერთზე უპირატესობის მოპოვება.
საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების და პირად ცხოვრებაში სიახლის (მამა გახდა) შემდეგ მას ფრთები შეესხა, ბრწყინვალე ფორმაში შევიდა, შესანიშნავი სტატისტიკა აჩვენა და სეზონში 8 გოლის გატანა და 8 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სეზონში ორი სხვადასხვა მწვრთნელის ხელმძღვანელობით ითამაშა, მაგრამ ადაპტირება კარგად მოახერხა.
თავისი მრავალფეროვნების, სხვადასხვა პოზიციაზე თამაშის, ერთი-ერთზე ბრწყინვალედ მოქმედების, ახალგაზრდული ასაკის და იმის ფონზე, რომ ევროპული ფეხბურთი მას უკვე კარგად იცნობს, "სენტ-ეტიენის" ინტერესი ზურიკო დავითაშვილის მისამართით ნამდვილად არ მიკვირს.
ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი "ბორდოსთვის" ფინანსური კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩვენთვის საჭირო თანხა იქნება", - თქვა დევიდ გლუზმანმა.
უახლესი ინფორმაციით, ზურიკო დავითაშვილის გადასვლა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში უკვე გადაწყვეტილია და ტრანსფერს "მწვანეები" მალე საჯაროდ გამოაცხადებენ.