"ჩემი მდგომარეობის მხრივ ყველაფერი კარგადაა" - გიორგი მიქაუტაძე
ლიონმა მოსამზადებელი ეტაპის მომდევნო შეხვედრა ბელგიის მე-2 დივიზიონის გუნდთან, მოლენბეკის წინააღმდეგ გამართა და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. გიორგი მიქაუტაძე მატჩში მე-2 ტაიმში ჩაერთო.
ქართველ ფეხბურთელს ლიონის პირველ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, შეხვედრის დასრულების შემდეგ პაულო ფონსეკამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მიქაუტაძე უახლოეს მომავალში გუნდს შეუერთდებოდა და მისი მდგომარეობის შესახებ დაადასტურა, რომ სერიოზული არაფერი იყო.
დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მედიასთან გიორგი მიქაუტაძე გამოჩნდა და მათ მიერ დასმულ რამდენიმე კითხვას უპასუხა:
გიორგი მიქაუტაძის ტრავმის შესახებ....
ჩემი მდგომარეობის მხრივ ყველაფერი კარგადაა, კოჭის ტრავმა მქონდა სერიოზული არაფერი იყო. ტკივილი აღარ მაწუხებს და ბედნიერი ვარ, რომ ვარჯიშს დავუბრუნდი და პირველი მატჩიც ჩავატარე. რა თქმა უნდა ოფიციალური შეხვედრები უფრო მნიშვნელოვანია, რომელიც უკვე სეზონის დასაწყისიდანვე გვექნება, მაგრამ დაბრუნება მაინც ძალიან სასიამოვნოა. - გიორგი მიქაუტაძე
დღევანდელი მატჩის შეფასება...
გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, ჩვენ გუნდში ვართ იმისთვის, რომ მათ ყველაფერში დავეხმაროთ. ყოველდღიურად ბევრს ვშრომობთ და ვემზადებით ყოველი მომდევნო მატჩისთვის. - გიორგი მიქაუტაძე
მეორე ტაიმში ბევრი ახალგაზრდა იყო და თამაშობდი ასევე შენ, რომელიც სიტუაციას ზედამხედველობდა, რა გრძნობა იყო მოედანზე ამ როლში ყოფნა?
აუცილებლად უნდა ესაუბროთ მათ, უნდა წაახალისოთ როდესაც კარგ რაღაცას გააკეთებენ. როდესაც შეცდომას დაუშვებენ მაინც მათ გვერდით უნდა იყოთ და ასე უნდა გაგრძელდეს მუდმივად, რადგან ყოველთვის სჭირდებათ მხარდაჭერა, რომ შეძლონ საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენა. - გიორგი მიქაუტაძე
რას ფიქრობთ ახალგაზრდებზე?
კარგი მოთამაშეები არიან, მათ ბევრი კარგი ეპიზოდი ჰქონდათ. როგორც ვთქვი მათ ახლა უნდა დავაკვირდეთ და ყველანაირად ხელი შევუწყოთ, რომ განვითარდნენ და თავიანთი საუკეთესო ფორმა აჩვენონ. ჩვენ აქ ვართ და მათ უკეთესად გავიცნობთ. - გიორგი მიქაუტაძე
მზადება გრძელდება. მომდევნო მატჩს ჰამბურგთან ჩაატარებთ, როგორ ფიქრობთ იქ უფრო მაღალი დონის თამაში იქნება?
ნამდვილად რთული იქნება, მზადება ახლახანს დაიწყო და აუცილებლად მეტი უნდა ვიშრომო, რომ რაც შეიძლება უკეთეს ფორმაში შევიდე, ამისთვის კი ბევრი მუშაობაა საჭირო. - გიორგი მიქაუტაძე