Belive

"დასვენება არ მჭირდება, იანვარში თოფურიას დავუპირისპირდები" - ალექსანდრ ვოლკანოვსკი

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

UFC297-ის ივენთზე, ქართველმა გულშემატკივარმა შესაძლოა განსაკუთრებული ბრძოლა იხილოს, სადაც ალექსანდრ ვოლკანოვსკი ილია თოფურიას დაუპირისპირდება.

"მატადორთან" ბრძოლისა და ჩემპიონის ქამრის დაცვის სურვილი, ვოლკანოვსკიმ თავად გამოთქვა - აღნიშნულ ინფორმაციას MMA Junkie ავრცელებს.

დასვენება არ მჭირდება. ვფიქრობ, იანვარში ბრძოლის გამართვა ჩემთვის ძალიან კარგი იქნება. ილია თოფურიასთან ბრძოლა, საკმაოდ სანახაობრივი იქნება და მთელი ჩემი ყურადღება ამაზე მაქვს გადატანილი. გპირდებით, იანვარში ჩემს უკეთეს ვერსიას ნახავთ. - ალექსანდრ ვოლკანოვსკი.

შეგახსენებთ, UFC294-ის ივენთზე, ვოლკანოვსკი მახაჩევთან პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დამარცხდა.

სხვა სტატიები