Belive

დაბრუნება მშობლიურ გუნდში: გიორგი ზარია დინამო თბილისში ითამაშებს

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ზარია კარიერას მშობლიურ გუნდში გააგრძელებს.

28 წლის ფეხბურთელი დინამო თბილისს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

გიორგი ზარია დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია და 2021-დან 2024 წლამდე მთავარ გუნდში თამაშობდა, 76 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი და 9 საგოლე პასი გაკეთებული.

დინამო თბილისის შემდეგ გიორგი ზარია დინამო ბათუმის და ალმაატის ქაირათის შემადგენლობაში თამაშობდა, რომელთან ერთადაც ორჯერ ყაზახეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო, ამ სეზონში კი გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში ითამაშა.

სხვა სტატიები