Belive

"ჩემთვის დვალიშვილი ფავორიტია" | იანის გამარჯვების რუსებსაც არ სჯერათ

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ACA-ს ვიცე-პრეზიდენტი ასლანბეკ ბადაევი მიიჩნევს, რომ იანისთვის დვალიშვილი სახიფათო მეტოქეა.

"აღნიშნული ბრძოლა პიოტრისთვის ძალიან რთულია, რადგან მერაბს კარგი მოგებების სერია აქვს. მისთვის ახლა ვინმე ადვილი მეტოქე უკეთესი იქნებოდა. მერაბი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია, საკმაოდ ათლეტურია და ბრძოლის მის სასიკეთოდ წარმართვა შეუძლია. რა თქმა უნდა, დარტყმის ძალა იანის მხარეს იქნება. მან მერაბს არ უნდა მისცეს საშუალება, რომ ბრძოლა საკუთარი გეგმით წაიყვანოს, თუმცა, ეს რთული იქნება. დარტყმის ძალა, ფსიქოლოგია - პიოტრს ეს ყველაფერი უპირატესობას ანიჭებს. რაც შეეხება ფავორიტს, დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ალბათ, პირადად ჩემთვის დვალიშვილი ფავორიტია." - განაცხადა ბადაევმა SPORT-EXPRESS-თან საუბრისას.

მერაბმა ზედიზედ 8 ბრძოლის მოგება შეძლო, რის შედეგადაც UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა და მის მომავალ მეტოქესთან ერთად 2-3 ადგილს ინაწილებს. მერაბ დვალიშვილის უკანასკნელი მსხვერპლი სახელოვანი ჟოზე ალდო აღმოჩნდა, რომელიც ქართველმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი და რუსი მებრძოლების დაპირისპირება 12 მარტს, UFC Vegas 71-ზე შედგება.

სხვა სტატიები