Belive

გიგა ჭიკაძე UFC 304-ზე არნოლდ ალენს დაუპირისპირდება

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ოფიციალურად დადასტურდა, რომ გიგა ჭიკაძე UFC 304-ზე არნოლდ ალენს დაუპირისპირდება, ეს ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა უაითმა დაადასტურა.

UFC 304-ზე ქართველი მებრძოლი 27 ივლისს იბრძოლებს. გიგა ჭიკაძე თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონს უბრუნდება.

გიგა ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა 2023 წლის აგვისტოში გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით მან ალექს კასერესი დაამარცხა.

ქართველი მებრძოლი UFC-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის რეიტინგში მე-9 პოზიციაზეა, ალენი კი მეექსვსეზეა.

სხვა სტატიები