ჩემს საქმეს "რუსი მაფიოზი" აწერია | ავთანდილ ხურციძე დახმარებას ითხოვს
2 წლის წინ
ქართული სპორტი
2 წთ
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ქართველ პროფესიონალ მოკრივეს, საშუალო წონაში WBO-ს იმდროინდელ მოქმედ ჩემპიონ, ბილი ჯო სონდერსთან დაგეგმილი ბრძოლა დაკავების გამო ჩაეშალა. უახლესი ინფორმაციის თანახმად, ქართველი მებრძოლი დახმარებას ითხოვს: "დამნაშავე არა ვარ და არც თავისუფლების იმედი დამიკარგავს. გული იმაზე მწყდება, რომ ჩემს საქმეს "რუსი მაფიოზი" აწერია და ასეც გამასამართლეს, იმის მიუხედავად, რომ პროცესს ოთხი ქართველი თარჯიმანი მითარგმნიდა. დამეხმარეთ ვინმე ან მთავრობას შეაწვდინეთ ხმა მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს, მაგრამ კიდევ უფრო მკაცრი რეჟიმის საპატიმროშიც რომ გადამიყვანონ, ვპირდები ქართველ ხალხს, რომ იქაც პირველი ვიქნები ჩემი პატიოსნებით, დისციპლინითა და რეჟიმით! არასდროს ვყოფილვარ არც "ძველი" და არც "ქუჩის" ბიჭი, სიმართლის, პატიოსნების და ვაჟკაცობისთვის კი გაქანებულ მატარებელს დავეტაკები და ვარ კიდეც დატაკებული", - წერს ხურციძე. შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე ბრალს არ აღიარებს და უარყოფს მის ყველანაირ კავშირს კრიმინალურ ავტორიტეტებთან.