Belive

"ჩემი პროგნოზი პირველ რაუნდში დაფინიშებაა" - ილია თოფურია ვიდეოს აქვეყნებს

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკის თებერვალში დაუპირისპირდება. ქართველი ქამრისთვის იბრძოლებს, ეს UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა დააანონსა.

თავად ილია თოფურია კი ბრძოლას ამ ვიდეოთი გამოეხმაურა. ვიდეოს აღწერა კი ასეთია:

მეთხუთმეტე ვარდი 🌹

ჩემი პროგნოზი პირველ რაუნდში დაფინიშებაა

შეგახსენებთ, ილია თოფურიას არცერთი ბრძოლა არ წაუგია, UFC-ში ქართველმა 6-ჯერ იჩხუბა და ყველა მოიგო (14-0). ალექსანდრ ვოლკანოვსკის ქვემსუბუქ წონაში მატჩი ჯერ არ წაუგია და დივიზიონში მისი შედეგი 13-0-ზეა (26-3). ავსტრალიელი ქამარს 2019 წლიდან ფლობს და მას შემდეგ ჩემპიონობა ხუთჯერ დაიცვა.

სხვა სტატიები