"ჩემი ძმა ამ სპორტის მეფეა, მეც ამ გზას ვადგავარ" - კონსტანტინე პეტრიაშვილი
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იორდანიის ქალაქმა ამანმა, 17 წლამდე თავისუფალ სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა.
17 წლის ქართველმა მოჭიდავემ - კონსტანტინე პეტრიაშვილმა, 92კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა და მისი ძმის გზას თავაწეული მიჰყვება.
კონსტანტინე პეტრიაშვილმა ფინალში რუსი მეტოქე - როდიონ სანაკოევი 8:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა.
ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, კონსტანტინე პეტრიაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთო და თავის ძმას - გენო პეტრიაშვილსაც შეეხო.
"მე ვარ კონსტანტინე. 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე შარშან ბრინჯაოს მედალი მოვიგე, წელს კი ეს ყველაფერი ოქროს სინჯის მედლით ჩავანაცვლე, ასე იქნება ყველგან და ყოველთვის, სადაც სასურველ შედეგს ვერ მივაღწევ, დავბრუნდები და ამ მიზანს მაინც დავძლევ.
ფინალი ძალიან რთული გამოდგა, მიუხედავად ანგარიშისა, ბრძოლის შუაში ძალიან დაღლილი ვიყავი და ცოტა ძალების გადანაწილება დამჭირდა, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიე.
ჩემმა ძმამ რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა, რომ ამ სპორტის სახეობის მეფეა, ალბათ მეც ამ გზას ვადგავარ. არანაირი ზეწოლა არ მაქვს იმის გამო, რომ გენოს ძმა ვარ, პირიქით, ბედნიერი ვარ, რომ ჩემგანაც მაქსიმუმს ითხოვენ..." - კონსტანტინე პეტრიაშვილი