ალჯამეინ სტერლინგი: 'თავი კაცებად მოაქვთ და ორმა კაცმა ნახევარ დაღესტანს სცემა'
12 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მერაბ დვალიშვილს აბუ დაბიში უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები თავს დაესხნენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დვალიშვილს ნურმაგომედოვი და მისი 6 გუნდელი ესხმის თავს - საპირისპიროდ მერაბმა და 21 წლის საბა ლაზიშვილმა მათ ღირსეული პასუხი დაუბრუნეს და ბოლომდე იბრძოლეს.
ამ ფაქტის შემდეგ, მერაბ დვალიშვილს სოციალურ ქსელებში სოლიდარობას და თანადგომას UFC-ს ლეგენდები და ცნობილი სპორტსმენები უცხადებენ - ერთ-ერთი მათგანი, UFC-ს ცნობილი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილის სპარინგ პარტნიორი და ახლო მეგობარი - ალჯამეინ სტერლინგია.
'ყველა ეს დიდი ბიჭი თავისზე პატარებს ერჩის და ჯგუფურად უტევს - რა არაკაცობაა არა?!
რაც აქ მოხდა, საერთო არაფერი აქვს იმასთან, რაც მერაბმა ივლისში საქართველოში გააკეთა. ეს სუფთა მშიშრობაა, არადა მათ თავი კაცებად მოაქვთ, თუმცა ორმა პატარა ბიჭმა ნახევარ დაღესტანს სცემა.
სულით პატარა კაცები ხართ თქვენ და ამ კაცურ სპორტში არაფერი გესაქმებათ...' - ალჯამეინ სტერლინგი
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში სწორედ იმიტომ იმყოფებოდა, რომ 14 ნოემბერს RAF-ის შეჯიბრზე სწორედ ბრაზილიელ - მარლონ მორაეშთან უნდა იბრძოლოს.