Belive

"ჩაკვეტაძეს შესაძლებლობების სრულად წარმოსაჩენად დრო სჭირდება" - უოტფორდის მთავარი მწვრთნელი

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"გიორგი ჩაკვეტაძეს ჯერ კიდევ სჭირდება დრო, რათა ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესის შემდეგ, სათამაშო ფორმა სრულად აღიდგინოს" - აღნიშნავს უოტფორდის მთავარი მწვრთნელი.

გასულ კვირას, რექსჰემთან გამართულ მატჩში, უოტფორდის ქართველი ვარსკვლავი სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა. დაბრუნების მიუხედავად, ჩაკვეს ჯერ კიდევ არ აღუდგენია ის საუკეთესო თვისებები და ფორმა, რომლითაც გასულ სეზონში გულშემატკივრებს აღაფრთოვანებდა.

მომდევნო, პრინციპულ მატჩებში ჩაკვეტაძეზე დიდ იმედებს ამყარებენ, მაგრამ უოტფორდის მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ შესაძლებლობების სრულად წარმოსაჩენად, მას ჯერ კიდევ სჭირდება დრო

გასულ კვირას სათადარიგოთა სკამზე დატოვება, მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება იყო. გიორგი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოსაჩენად ჯერ კიდევ სჭირდება დრო. რა თქმა უნდა ჩაკვეტაძე მაღალი დონის მოთამაშეა და ამაში ეჭვი არ გვეპარება - მომდევნო მატჩებში გიორგი ძალიან დაგვეხმარება.

ვფიქრობ, გიორგი მოედანზე მაშინაა საუკეთესო, როდესაც მარცხენა ვინგერის პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ შემადგენლობის შერჩევისას არა მხოლოდ ერთი, არამედ თერთმეტივე ფეხბურთელის შესაძლებლობების გათვალისწინება მიწევს. - ხავი გრასია.

უოტფორდი ინგლისის ჩემპიონშიპის 22 ტურის მატჩში სტოკს დაუპირისპირდება. შეხვედრა 20 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები