Belive

ბუდუ ზივზივაძე: "ოქტომბერში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას და ხასიათის გამოკეთებას შევეცდებით"

3 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე 2025 წლის დასკვნითი სანაკრებო მატჩების წინ საუბრობს.

"ვემზადებით დასკვნითი ორი მატჩისთვის. გუნდში, როგორც ყოველთვის, კარგი განწყობაა. ამ ორ თამაშში ვეცდებით, რომ ოქტომბერში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ, გამოვიკეთოთ ხასიათი და დადებითად შევხვდეთ ახალ სანაკრებო სეზონს.

ფიზიკურად თავს უკეთ ვგრძნობ. ოქტომბრის მატჩებამდე, ჰაიდენჰაიმში დისკვალიფიკაციის გამო, სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, ხოლო სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაშები ჩავატარე და გოლიც გავიტანე, რაც თავდაჯერებას მმატებს. თუ მოახლოებულ მატჩებში მომეცემა თამაშის საშუალება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ნაკრებს დავეხმარო წარმატების მიღწევაში", - ამბობს ბუდუ ზივზივაძე.

საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს ესპანეთს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს, ხოლო 18 რიცხვში ბულგარეთს სტუმრად შეხვდება.

სხვა სტატიები