"ბუდუ ზივზივაძე კარლსრუეში შესაძლოა 2027 წლამდე დარჩეს" - Fussball Transfers
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"კარლსრუე" ბუდუ ზივზივაძესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს, Sport Bild-ის ინფორმაციით გერმანული გუნდი 30 წლის ფორვადისთვის მორიგ შეთავაზებას ამზადებს, რომელიც 2027 წლამდე დარჩენას ითვალისწინებს. "კარლსრუე" ასევე აპირებს, რომ ბუდუ ზივზივაძეს ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაუზარდოს.
ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, წყაროს ცნობით ის ამჟამად 450 000 ევროს იღებს.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე "კარლსრუეში" 2023 წლიდან თამაშობს, სულ მას 59 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და 24 გოლი, 5 ასისტი აქვს გაკეთებული. მიმდინარე სეზონის ყველა მატჩში კი ბუდუს უკვე 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.