Belive

ბუდუ ზივზივაძე: "90%-ით კარლსრუეში დავრჩები"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ გერმანულ მედიასთან საკუთარი მომავლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"დანამდვილებით არ ვიცი მომავალში რა იქნება, მაგრამ 90%-ით "კარლსრუეში" დავრჩები", - ამბობს ბუდუ ზივზივაძე გერმანულ მედია საშუალება ka-news.de-სთან საუბარში, რომელიც სამხრეთგერმანული გუნდის სიახლეებს აქტიურად აშუქებს.

30 წლის თავდამსხმელი გერმანულ გუნდში 2023 წლის იანვარში გადავიდა და 41 მატჩში 13 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მას კონტრაქტი გუნდთან 2025 წლის 30 ივნისამდე აქვს.

სხვა სტატიები