Belive

ბრიტანული მედია: "მამარდაშვილმა ონანა დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს"

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ევროპული, კონკრეტულად კი ბრიტანული მედია საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ აქტიურად საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართველის დამატება "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს.

გასულ პერიოდში, კვლავ აქტუალური გახდა 23 წლის ქართველი მეკარის მიმართ ევროპის სხვადასხვა უმაღლესი დონის ლიგების წარმომადგენელი გუნდების მხრიდან ინტერესზე საუბარი. კვლავ გაიჟღერა ტურინის "იუვენტუსისა" და პრემიერ ლიგის არაერთი გუნდის სახელმა. ამჟამად, მას შემდეგ, რაც "წითლები" უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მეოთხე პოზიციაზე გავიდნენ და ევროტურნირებს გამოეთიშნენ, ირკვევა, რომ გუნდში ზამთარშივე დიდი წმენდა იგეგმება. სახელდება იმ რამდენიმე ფეხბურთელის სახელი და გვარი, რომელიც ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდს იანვარშივე დატოვებს, მათ შორის კი, ზაფხულში მისული ანდრე ონანა გახლავთ, რომელიც ახალ სეზონში სავარაუდოდ, გუნდში ყველაზე სუსტი წერტილი იყო.

აფრიკელი მეკარის შემცვლელად ბრიტანული football-talk-ი და არამხოლოდ აღნიშნული მედია საშუალება ვალენსიელთა ქართველ კარის დარაჯს განიხილავს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ევროპული ტურნირებიდან ნაადრევ გამოთიშვაში ყველაზე დიდ წვლილი ალბათ სწორედ ონანას მიუძღვნის, მან უეფას ჩემპიონთა ლიგაზე - 15, ყველა ტურნირზე კი 39 გოლი გაუშვა, თანაც სულ რამდენიმე თვის წინ, მისი ტრანსფერი ინგლისელებს 50 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდათ.

ვარაუდობენ, რომ გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედი" 35 მილიონ ევროს გამოყოფს და ის გუნდს ზამთარშივე შეუერთდება.

ქართველმა მეკარემ 2023/24 წლების საფეხბურთო სეზონში, "ვალენსიას" მაისურით ჩატარებულ 16 მატჩში 21 გოლი გაუშვა და 5-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა. მან თავისი გუნდი წაგებისგან პირადად არაერთხელ გადაარჩინა.

სხვა სტატიები