Belive

საქართველოს ნაკრები ივნისში ამხანაგურ მატჩს გამართავს

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ივნისის თვეში ამხანაგურ მატჩს გამართავს. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ეროვნული ნაკრების გვერდმა გაავრცელა.

ჩვენი მეტოქე მონტენეგროს ნაკრები იქნება, რომელსაც 9 ივნისს, პოდგორიცაში, "გრადსკი სტადიონზე" სტუმრად შევხვდებით. აღნიშნული მატჩი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე გაიმართება და იმ შემთხვევაში, თუ ვილი სანიოლის გუნდი კონტინენტის მთავარ სანაკრებო ტურნირზე გასვლას მოახერხებს, ამ შეხვედრას მოსამზადებლად გამოიყენებს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მომდევნო მატჩი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე", ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდთან ელოდება. იქ გამარჯვების შემთხვევაში, ეროვნული გუნდი 26 მარტს ფინალურ მატჩსაც უმასპინძლებს, სადაც საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები