Belive

ბრიტანული მედია: "ჩაკვეტაძეს პრემიერ ლიგაში თამაში შეუძლია"

17 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბრიტანული მედია საშუალება teamtalk ინგლისის ჩემპიონშიფის იმ 10 ვარსკვლავის შესახებ საუბრობს, რომელსაც შემდეგ სეზონში, პრემიერ ლიგაში გადასვლა შეეძლებათ. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ნაკრებისა და "უოტფორდის" შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძეა.

"უოტფორდის" არათანმიმდევრული გუნდის შემოქმედებითი ნაპერწკალი, გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელსაც პრემიერ ლიგაში გადასვლა შეუძლია.

ქართველი ჩემპიონატში ყველაზე მეტი საგოლე შანსის შემქმნელის წოდებისათვის იბრძვის.

ქართველი გამთამაშებლის უნარებით უფროა აღჭურვილი, ვიდრე ბომბარდირის, ამავე დროს, ის ბევრ შანსს ქმნის და მეტოქის მესამედში ბურთის დასაბრუნებლადაც იბრძვის.

"ევერტონი" და "ვულვზი" ფეხბურთელის დამატებით უკვე ინტერესდებიან, ზაფხულში კი გიორგი ჩაკვეტაძეს კიდევ უფრო მეტი მსურველი ეყოლება", - წერს teamtalk.

გიორგი ჩაკვეტაძეს, "უოტფორდის" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 30 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და მის აქტივში ასევე 6 საგოლე პასია.

"უოტფორდს" ჩემპიონშიფში 29 ტურის შემდეგ დაგროვებული 41 ქულით მე-9 პოზიცია უკავია და პლეი-ოფის ზონას 3 ქულით ჩამორჩება, გუნდი შემდეგ, 30-ე სათამაშო კვირის შეხვედრას 1 თებერვალს, "ნორვიჩთან" საშინაო კედლებში გამართავს, თამაში 16:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები