Belive

"ახალი მსურველები ჩნდებიან, ნაპოლი საქმეშია" - ნიკოლო სკირა გიორგი კვერნაძეზე

8 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევის, გიორგი კვერნაძის შესახებ იტალიური Tuttosport საინტერესო სტატიას აქვეყნებს და პოპულარული ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას სიტყვებს იშველიებს. საუბარია იმაზე, რომ 23 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატება ნაპოლის სურს.

"ნაპოლი გიორგი კვერნაძესთან დაკავშირებით იმედს არ კარგავს. მას შემდეგ, რაც 2003 წელს დაბადებული ქართველი ფეხბურთელის მონიტორინგი 2022 წელს დაიწყეს, ის "პარტენოპეის" მხედველობის არეალში კვლავ რჩება. სერია A-ში მან უკვე სამი გოლი გაიტანა.

როგორც ნიკოლო სკირა Tuttosport-ის უახლეს ნომერში იუწყება, შემტევის მიზანი გოლებსა და/ან საგოლე გადაცემებში ორნიშნა მაჩვენებლის მიღწევაა.

"ეს შესაძლებელი მისიაა, რომელსაც შეუძლია მას სატრანსფერო ბაზარზე ახალი მსურველები გაუჩინოს. მაგალითად, როგორიცაა ნაპოლი (კვირა დღის მეორე ნახევარში, სტირპეზე, ფროზინონე-კომოს მატჩზე ნაპოლის სკაუტი იმყოფებოდა).

ეს იქნებოდა კიდევ ერთი ზუსტი ნაბიჯი მისი მეგობრისა და მისაბაძი მაგალითის, კვარას კვალდაკვალ. ნაბიჯ-ნაბიჯ. პირველ რიგში, გიორგის ფროზინონეს გადარჩენა სურს. შემდეგ კი ყველაფერი აგენტ მამუკა ჯუღელზე იქნება დამოკიდებული, რომელიც ასევე კვარაცხელიას აგენტი გახლდათ", - ამბობს ნიკოლო სკირა.

სანამ სერია A-ში მოხვდებოდნენ, როგორც ის, ისე კვარა დინამო ბათუმში თამაშობდნენ; კვერნაძე ნაპოლის საჩემპიონო სეზონის შემდეგ, 2023 წლის ზაფხულში ჩავიდა ფროზინონეში, სადაც თავიდან მცირე დრო ეძლეოდა, თუმცა ამან ხელი შეუწყო მის ზრდას და შემდგომ წლებში ის გუნდის საკვანძო ფიგურად იქცა სერია B-ში", - წერს Tuttosport.

გიორგი კვერნაძემ იტალიის სერია A-სა და თასზე ჩატარებულ 5 მატჩში 4 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები