Belive

"ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ბრძოლას თავს არიდებენ" - დოლიძე მეტოქის ძიებაშია

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

UFC-ის ქართველი მებრძოლი - რომან დოლიძე, დივიზიონის ტოპ მებრძოლებს იწვევს. Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ვიდეოში, დოლიძე აღნიშნავს, რომ ვარსკვლავები ბევრს საუბრობენ, მაგრამ დაპირისპირებას ბრძოლას თავს არიდებენ.

მაღალი დონის მებრძოლები ძალიან ბევრს და ხმამაღლა ლაპარაკობენ, მაგრამ რეალურ ბრძოლას თავს არიდებენ. ჰერმანსონთან ბრძოლის შემდეგ, ხამზატ ჩიმაევი გამოვიწვიე, მაგრამ მისგან პასუხი არ მიმიღია. კოსტას დეკემბერში ბრძოლის ჩანიშვნა სურდა - მე ის გამოვიწვიე, მაგრამ დუმს. უიტეკერი ასევე ითხოვს ბრძოლას. თუნდაც ბო ნიკალი, მე უბრალოდ სახელოვანი მეტოქე და კარგი ბრძოლა მჭირდება. ვფიქრობ, უმჯობესია ილაპარაკონ ნაკლები და გააკეთონ საქმე - ან საერთოდ არაფერი თქვან. - რომან დოლიძე.

სხვა სტატიები