ბექაურის გარეშე | საქართველოს ნაკრების საბოლოო შემადგენლობა თბილისის გრანდ სლემზე
საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ თბილისის გრანდ სლემის დაწყებამდე 2 დღით ადრე, ნაკრების საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.
წინასწარ განაცხადში 2-გზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურსაც ვხვდებოდით, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ქართველი ძიუდოისტი ტურნირს ჩაეხსნა, მის ნაცვლად კი -90 კგ-ში სოსო ებილაშვილი იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ვაჟები:
-60 კგ - ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი.
-66 კგ - თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, ხვიჩა გაფრინდაშვილი, ლუკა საგანელიძე.
-73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე.
-81 კგ - ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, ვლადიმირ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი.
-90 კგ - ლუკა მაისურაძე, თამაზ კობერიძე, ნიკა ხარაზიშვილი, სოსო ებილაშვილი.
-100 კგ - ილია სულამანიძე, ნიკოლო ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე, ისლამ წინწალაშვილი.
+100 კგ - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, გაბო მუკბანიანი.
გოგონები:
-48 კგ - ჯულიეტა როდონაია.
-52 კგ - ანანო მორგოშია, თამარ სუხიაშვილი.
-57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური.
-63 კგ - ეთერ ასკილაშვილი, გვანცა მჭედლიშვილი.
-70 კგ - მარიამ ჭანტურია.
+78 კგ - სოფიო სომხიშვილი.
ფოტო: ლევან ვერძეული