Belive

9 მედალი და გუნდური მეორე ადგილი - 2025 წლის თბილისის გრანდ სლემი დასრულებულია

6 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2025 წლის თბილისის გრანდ სლემი, რომელიც 21-23 მარტის განმავლობაში მიმდინარეობდა, ოფიციალურად დასრულებულია.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა საკუთარ კედლებში 9 მედალი მოიპოვა, რომლითაც როგორც მამაკაცთა, ასევე საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე პოზიცია დაიკავა.

მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში, მხოლოდ - IJF-ს დროშისა და გერბის ქვეშ მყოფი ნაკრების წინააღმდეგ დავმარცხდით, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში კი, მხოლოდ ფრანგებმა გვაჯობეს.

საერთო გუნდური ჩათვლის TOP 5

მოპოვებული მედლები

ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა, საკუთარ კედლებში 9 მედალი მოიპოვა, საიდანაც 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი იყო.

  • ოქროს მედალი - ლაშა შავდათუაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი

  • ვერცხლის მედალი - თემურ ნოზაძე, გურამ თუშიშვილი

  • ბრინჯაოს მედალი - ირაკლი ბეროშვილი, ზაურ დვალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი და ნინო ლოლაძე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2025 წლის ოქროს მედლის მფლობელმა - ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა, ტიტულის დაცვა შეძლეს (2024 წელსაც მათ ჰქონდათ მოგებული), ხოლო ბეროშვილისთვის, დემეტრაძესთვისა და ლოლაძესთვის 2025 წლის თბილისის გრანდ სლემზე მოპოვებული მედლები IJF ტურში სადებიუტო აღმოჩნდა.

სხვა სტატიები