Belive

ბაზელის მწვრთნელი: "სიგუამ და ბიჭებმა სრულყოფილად ითამაშეს, ისინი გუნდის მომავალი არიან"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრის, გაბრიელ სიგუას გოლით, "ბაზელმა" შვეიცარიის ჩემპიონატში 25-ე ტურის მატჩში "ივერდონს" - 2:0 მოუგო. მატჩის დასრულების შემდეგ 18 წლის ფეხბურთელის და გუნდის მომავლის შესახებ "ბაზელის" მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო სელესტინიმ ისაუბრა.

"სიგუამ, კაკურიმ და შმიდტმა სრულყოფილად ითამაშეს. ჯერ ყველაფერი იდეალურად არ ყოფილა, მაგრამ "ბაზელის" მომავლის მცირე ნაწილი უკვე გამოჩნდა.

ფეხბურთელებმა საკუთარი ძალების 120 % გამოავლინეს, მეტოქეს არ დაელოდნენ და საკუთარი თამაში აჩვენეს. თუ ყველა მატჩში ასე დავიხარჯებით, მჯერა, რომ ყველა მეტოქესთან შანსი გვექნება", - თქვა შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის თავკაცმა.

გაბრიელ სიგუამ ტრავმა მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა. მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 14 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 1 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები